ზურაბ ოტიაშვილი: სიკეთის და საქმის კეთება ყველაზე კარგი რამაა!

     R

„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილია. როგორც მისი ამომრჩევლები ამბობენ, ყველა კარგად იცნობს კანდიდატს, რადგან ის წლების მანძილზე ხალხის გვერდით იდგა და მოსახლეობასთან ერთად ჩუმად, უხმაუროდ აგვარებდა პრობლემებს.

თავად საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, არც იმ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს, რომლებიც კარგად ახსოვს მოსახლეობას და როცა ამომრჩეველთან შეხვედრაზე მისულს მადლობას ეუბნებიან, თავს უხერხულად გრძნობს და ყველას ეუბნება, რომ მომავალზე ისაუბრონ და ერთად გადაწყვიტონ რა გააკეთონ ხალხის საკეთილდღეოდ.

კანდიდატი წინასაარჩევნო მარათონში ჩაება და მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

https://www.youtube.com/watch?v=45Djq0scODo&feature=youtu.be

წითელსოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, კანდიდატთან მისულმა ამომრჩეველმა 2009 წელი გაიხსენა, მადლობა გადაიხადეს ოტიაშვილს იმ მძმე წუთებში გვერდით დგომისთვის და იმედიც გამოთქვეს,რომ მომავალშიც არა ერთ კარგ და კეთილ საქმეს გააკეთებს ხალხისთვის.

შეხვედრაზე მყოფმა ქალბატონმა განაცხადა, რომ „ეს ერთ-ერთი კეთილი საქმეა, რაც ზურაბ ოტიაშვილის მიერ არის გაკეთებული. ასეთი კი მრავალია“.

https://www.youtube.com/watch?v=1aWq5cwOtXw&feature=share

ზურაბ ოტიაშვილი წინასარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს და როგორც ამბობს, ხალხთან ერთად ყველა იმ პრობლემას შეეჭიდება, რომელიც დღეს პირველ რიგშია გადასაწყვეტი.  

-“სიკეთის და საქმის კეთება ყველაზე კარგი რამაა…”-ამბობს ზურაბ ოტიაშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება