საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-ი შეთანხმებას გააფორმებს

ევროკავშირის საბჭომ EUROJUST-სა  და  საქართველოს  შორის  შეთანხმების  გაფორმების  გადაწყვეტილება  მიიღო

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-ი შეთანხმებას გააფორმებს. უახლოეს დღეებშიდოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გენერალური პროკურორი შალვათადუმაძე. ევროპარლამენტში საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხზე კენჭისყრისას  საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი დაუჭირა 555-მა დეპუტატმა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა.

EUROJUST-თან  შეთანხმება  საქართველოს  და  ევროკავშირის  ქვეყნებს  შესაძლებლობას  მისცემს  უფრო  სწრაფად და ეფექტურადითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

2017 წელს, შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე EUROJUST-მა  სიღრმისეულად  შეისწავლა საქართველოსსამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდაღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი.

EUROJUST  სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა,  რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებსჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში  წარმოდგენილია  მეკავშირე პროკურორით.  ორგანიზაციაში მეკავშირეები  ჰყავთ  პარტნიორ  სახელმწიფოებს (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმებისგაფორმების შემდეგ, საქართველოს,  როგორც პარტნიორ სახელმწიფოს,   ანალოგიური შესაძლებლობა  მიეცემა.