დარსალია თარგამაძეს: გივი, სულს ახლა უკვე ხალხი ამოგხდის!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს „4 წლის შემდეგ“ არასამთავრობო ორგანიზაციის „გაერთიანებული საზოგადოების“ ლიდერი, ანი დარსალია ეხმიანება:

-„ეს ჯალათი, ქართველების სისხლის მწოველთა ბანდის ერთ-ერთი წევრი უკვე 4 წლის შემდეგ სასტიკად დაგვცინის !

გილოცავთ, ეს ხომ “ქართული ოცნების” , აწ უკვე „ნაციონალების ოცნების“ დამსახურება !!!
მოკლედ მინდა ერთს შეგპირდეთ ნაცებს. არც ერთი ქართველის გამწარებას არ შეგარჩენთ ! ოცნებას მხოლოდ იმიტომ ეკისრება პასუხისმგებლობა , რომ ნაციონალები გააცოცხლა და “გააპრავა” ეს ჯალათები !!
ეს არის ქართველი ხალხის წინაშე უდიდესი დანაშაული და ამაზე აუცილებლად გაგეცემათ პასუხი ! ჩემთვის მკვლელების მფარველევი მკვლელები არიან ! სამართლიანობის აღდგენა  – მთავარი დაპირება არ შესრულებულა! 70% მოსახლეობის დღეს თქვენი ხელისუფლების პირობებში უსამართლობას განიცდის!
ვხედავ ეს მწამებელი როგორ დაგვცინის მთელ ერს და ელოდება იმ პრეზიდენტს, რომლის დაჭერაც ადვილად შეგეძლოთ, მაგრამ გაუშვით!

ნაცებო, ის ჯოჯოხეთი უნდა გამოიაროთ რაც ჩვენ გაგვატარეთ და ასეც იქნება ეს ! თუ ამ ხელისუფლებას არ შესწევს ამის ძალა მოდის ეროვნული ძალები და ყველა ცოდვას დაგითვლით და ერთი ასად გაზღვევინებთ !
გივი, სულს ახლა უკვე ხალხი ამოგხდის!“

ვიდეო იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d/

 

 

კომენტარის დატოვება