დღეს მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და თბილისის მერიის პირველ პირებთან ერთად, ახალ მეტორსადგურ “უნივერსიტეტს” გახსნის.

“უნივერსიტეტი” თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა. ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.