“ოცნების“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა

„ქართული ოცნების“ თბილისის საკებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. კანდიდატი მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს და ამბობს, რომ ეს მისთვის საპასუხისმგებლო გამოწვევაა.

-ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მიდა მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ ნდობისთვის, ეტაპობრივად განვახორციელებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამით დაანონსებულ საკითხებს. რაც შეეხება ცვლილებებს, ცვლილებები ყოველთვის საჭიროა,  ეს ბუნებრივი პროცესია და შესაძლებელის გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იყოს“-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას ეხმიანება და აცხადებს, რომ ტყემალაძე “თავისი საქმის პროფესიონალი და გამოცდილი პოლიტიკოსია”.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

მჯერა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას “ქართულ ოცნებას”, ჩვენს გუნდს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ”- ნათქვამია პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ტყემალაძე საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარის მოადგილეა.