ზოიძე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონის შედეგებზე

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ მე-11 სხდომა გამართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხდომის დასაწყისში თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონის შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობებში მოწევის აკრძალვის თაობაზე კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მთელი რიგი პრაქტიკული და პოზიტიური შედეგები დაიდო. მისი ინფორმაციით, კანონის მიღება არაერთ ამოცანას ისახავდა მიზნად, ერთ-ერთი კი მოსახლეობის დაახლოებით, 1/3 -ის პასიური მოწევისგან დაცვა წარმოადგენდა, რაც 2000-მდე ადამიანის გარდაცვალებას იწვევდა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, კომიტეტი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, შეისწავლის და აანალიზებს მათ ეფექტიანობას, მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს და სუბიექტურ ფაქტორებს.

ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნათამბაქოს კონტროლის შესახებკანონის აღსრულების შესწავლა. შესაბამისად მომზადდა კითხვარი, რომელიც დაურიგდებათ კანონის აღსრულების პროცესში ჩართულ უწყებებს და მათი პასუხების საფუძველზე მომზადდება დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება პასუხისმგებელი პირები, კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების თარიღები“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე საპატრულო პოლიციის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კანონის აღსრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ზამთრის პერიოდში შენობა-ნაგებობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული თამბაქოს მოხმარების ფაქტები, რაც შეეხება კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანას, ამ კუთხით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.