სალომე ზურაბიშვილმა მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

,,ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის  საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა.

კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

გარეგინ II -ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

საქართველოს პრეზიდენტმა  სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა  მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის  სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს  ისტორიულად იყო.

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში”,  – პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.

 

სალომე ზურაბიშვილმა  შეხვედრსას ოკუპირებული გალის რაიონში,  რამდენიმე დღის წინ მომდარ ტრაგედიაზე და საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა  ყურადღება.

 

,,ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს ჩემი მეორედ ჩამოსვლაა ეჩმიაძინში, ადრე გესტუმრეთ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყაავი, ახლა კი, როგორც პრეზიდენტისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

ჩვენი მხრიდანაც მინდა გადმოგცეთ ჩვენი პატრიარქის მოკითხვა, მისი მეგობრული და სულიერი სალამი და მისი ურყევი მეგობრობის გამოხატულება, რაც არსებობს ჩვენს ორ ეკლესიასა და ქვეყნებს შორის.

დღევანდელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, კავკასიის რთულ რეგიონში, ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისა და  რეგიონებისთვის, მაგრამ არანაკლებ, დანარჩენი მსოფლიოსთვის, სადაც იკარგება ეს სულიერი მხარე და სადაც  უფრო ძლიერდება მატერიალური მხარე.

საქართველოსათვის ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, როცა საუბარია ევროკავშირის ხელმძვანელობასთან ჩვენს მომავალ გეგემბზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოც საჭიროა ევროკავშირისათვის, და არა მხოლოდ ევროკავშირი საქართველოსათვის. საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ამ ღირებებულებების მატარებელი ქვეყანაა და ერთგვარი კონსერვაციაა ამ ქვეყნებში და ასევე აქ, იმ ღირებულებების, რაზეც დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი  და სხვა ალტერნატივა არ არის,  თუ არა ის, რასაც  ქრისტიანობა ამბობს – ანუ მშვიდობიანი გზა. საქართველო იქცევა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, მშვიდობიანია თავის ყველა მეზობელთან და ამის გარდა აქვს ღია კარის პოლიტიკა და ამის მაჩვენებელია ის კომპაქტურადა დასახლებული აზერბაიჯანული და სომეხური წარმოშობის მოსახლეობა, რომლებიც თავისუფლად და სრულიად დაცულად  ცხოვრობს საქართველოში.

რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ  ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით – განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც  ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე – ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი  იყო