ხურვალეთი – ამ წუთებში…

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმაც.

„EUMM პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეთში მონიტორინგს ახორციელებენ. ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა. არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით, ამოქმედებულია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, – წერია ჰოეგის განცხადებაში, რომელიც მისივე „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ წუთებში ხურვალეთში მობილიზებულია პოლიცია. დავით ქაცარავა მიმართავს ყველას და ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს.

-თუ არაფერი ხდება, პოლიციას რას აკეთებს აქ? – ქაცარავა ახალ მიმართვას ავრცელებს

https://www.facebook.com/david.katsarava/videos/2425580370800025/