დღეიდან ბესელიას გუნდი დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

დღეიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ეკა ბესელიას გუნდი დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ახალი კანონპროექტის დარეგისტრირება პარლამენტში ოთხშაბათს იგეგმება. წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო – ახალ ინიციატივაში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.

როგორც უკვე ვიცით, გასულ კვირას ინიციატივა ეკა ბესელიამ არასამთავრობოებსა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. პარალელურად, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ფრაქციის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციებს განაგრძობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტული სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს ზვიად კვაჭანტირაძე.