ნინო ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი, ის ძალიან დიდი პოლიტიკოსია

“პუტინი არ არის საქართველოს მტერი” – ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და ვლადიმერ პუტინს “დიდი პოლიტიკოსი” უწოდა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, რომ პუტინი არ იყოს იძულებული ჩვენს ქვეყანასთან მტრული დამოკიდებულება ქონდეს.

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიანა. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ,ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა თანასწორ პარტნიორად შეგვხედოს“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სწორი განმარტება არ არის.

„არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთის ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარის დატოვება