დიანა გელაშვილი: ასეთ აქციებს ხშირად ვედექი სათავეში და შემდეგაც ვაპირებ გავაგძელო

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატთან, დიანა გელაშვილთან ერთად ოსიაურის ,,ბატონის ბაღი” დაასუფთავეს.

14095738_1808961309347635_5654808835259155552_n 14141899_1808961022680997_2136232469419295062_n 14183726_1808960999347666_2097279652505610184_n

აქციის შემდეგ ჩვენ დიანა გელაშვილს დავუკავშირდით.

-საკმაოდ კარგი აქციაა, საინტერესოა, ერთჯერადი სახისაა თუ შემდეგშიც გაგრძელდება? ხომ არ ემსახურება ეს აქცია წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას და გამარჯვების შემთხვევაში თუ გაგრძელდება ასეთი აქციები?

-სუფთა და ეკოლოგიურ  გარემოში ცხოვრება ყველას მოთხოვნა და სურვილია. ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ ბუნების მოვლის მაგალითი,  თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმ ნაგავზე, რაც ჩვენს გარშემოა, არ უნდა გვეგონოს, რომ გარემოს დასუფთავება სხვისი და არა ჩვენი საქმეა,  შევიწუხოთ თავი და დავასუფთავოთ გარემო ჩვენს გარშემო. სამწუხაროა, რომ ასეთ აქციებში ადგილობრივი თვითმმართველობა არც მონაწილეობას იღებს და არც ორგანიზატორად გამოდის, არადა წესით ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ადგილობრივ თვითმმართველობას ლომის წვლილი უნდა მიუძღვის. ასეთ აქციებს ხშირად ვედექი სათავეში და ამის შემდეგაც ვაპირებ გავაგძელო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, ვინც ანაგვიანების გარემოს.

14184424_1808961099347656_7385574711148699596_n 14192527_1808961346014298_240405053945465342_n

14199380_1808954232681676_6597804803825391642_n 14212128_1808954372681662_821595347959688065_n

-ფოტოებზე ჩანს ტრაფარეტები, რა ტრაფარეტებია? დღეს დადგით დასუფთავების შემდეგ?

-კი, დღეს დავდგით ტრაფარეტები, რითაც კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ადამიანებს, რომ ჩვენს მიერ განადგურებული ბუნება შველას ითხოვს და ეს ყველას გასაკეთებელია!

14199495_1808961549347611_5461683514851702977_n 14199746_1808961426014290_7831539252076451375_n

ეს ისტორიული და ულამაზე ბაღი ცენტრალური გზის პირასაა და უნიკალური ასწლოვანი ხეებითაა გარშემორტყმული.

რაიონისთვის ეს უნიკალური ბაღი იმსახურებს მეტ ყურადღებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, კეთილმოწყობას და რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას, სადაც შეიძლება უამრავი ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელება, თუმცა დღეს ეს ადგილი ნაგვითაა სავსე. ჩვენ ძალიან მოტივირებული და გონიერი ახალგაზრდები გვყავს და ბევრ საინტერესო და აქტუალურ პროექტს შევთავაზებთ ახალგაზრდებს და განვახორციელებთ მათთან ერთად.

კომენტარის დატოვება