ადამ კინზინგერი: პუტინის წამგებიანი კამპანია კვლავ გრძელდება უკრაინაში და ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს, სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს“, – აცხადებს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

მისივე თქმით,  შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილი საფრთხე აღმოსავლეთითაც გავრცელდეს.

„2008 წლის ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს“, – აღნიშნა კინზინგერმა.

მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტს მტკიცე და დიდი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.