„ლაგუნა ვერესთან” მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

„ლაგუნა ვერესთან” მომხდარი კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა.

დაპირისპირებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.  არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატები ბრალდებულების – კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000, 10 000, 60 000 და 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, „ლაგუნა ვერესთან”, გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო.   კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება.