პირველად ქართული კრივის ისტორიაში – ვულოცავთ ანას!

ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ქართული კრივის ისტორიაში პირველად, ევროპის 22 წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივე გოგონამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეოთხედფინალში, ხუნჯუამ ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა და ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.