ტრამპი ბრაზილიის ნატოში გაწევრიანებას სერიოზულად განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ბრაზილიის ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამის შესახებ მან ბრაზილიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის განცხადებით ვაშინგტონი ბრაზილიას არანატოს წევრ ქვეყნებს შორის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებს და უშვებს მოკლე ხანში მის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას.