„ბატონო მინისტრო! თქვენ უნდა დატოვოთ თანამდებობა!!!“

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი პოლიტპატიმრის, ალექსანდრე ახალკაცის დაკავების ფაქტს „რეაქციაში“ გამოეხმაურა და განაცხადა:

ამოვიღეთ პატრულის კამერის ჩანაწერები, უბრალოდ განახებთ იმ უმსგავს საქციელს, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა.

ჩვეულებრივი უმსგავსი საქციელი და მე პირიქით, მადლობას ვუხდი იმ პატრულს იმ მოთმინებისთვის, რომელიც გამოიჩინა და კონკრეტულად ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით სასამართლოში და იცით რატომ? ის, რაც იმ მასალაშია აღბეჭდილი და ჩემი თვალით ვნახე, მორალის ყველა ფარგლებს სცილდება.

გახარიას ადვოკატი ლაშა გოლუბიანი პასუხობს:

-ინგა გრიგოლიასთან სტუმრობის დროს გახარიას ალექსანდრე ახალკაცის თემაზე დავუსვი კითხვა, აღვუწერე ფაქტი და ვუთხარი თუ როგორ მოექცნენ მას პოლიციელები.
გახარიას პასუხის პირველი სიტყვა იყო არ მჯერა! უკვე აქ დაუშვა შეცდომა მინისტრმა სხვა უამრავ შეცდომებთან ერთად, მოდი განვიხილოთ პუნქტობრივად:
1. მინისტრს დავუსვი სრულიად მოულოდნელი კითხვა და შევეცადე ჩამეყენებინა საქმის კურსში. ამ დროს ის დაუფიქრებლად შევიდა საქმის დეტალებში, რომელიც წესით არ უნდა ცოდნოდა, მაგალითად ბათუმში ამ წუთას რომ პატრული ვინმეს აჯარიმებს ან აკავებს ამის შესახებ მინისტრი ვერ იქნება ინფორმირებული. მან აღნიშნა რომ ნახა პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერები და ალექსანდრე ახალკაცი დაადანაშაულა უმსგავსო საქციელში. აღნიშნული ჩანაწერი მინიმუმ სამ საათიანია და მინისტრს დროც არ უნდა ქონოდა მის საყურებლად! ეს ბადებს გონივრულ ეჭვს რომ პატრულის თანამშრომელმა ვიღაცის მითითებით დააკავა ალექსანდრე ახალკაცი უკანონოდ და იძალადა მასზე!
2. მინისტრმა აღნიშნა რომ ალექსანდრე ახალკაცი ამ დროისთვის არის თავისუფალი და საქმე სამოქალაქო წესით განიხილება სასამართლოში. ცდებით მინისტრო, საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილება სასამართლოში.
3. საქმეზე მოკვლევას აწარმოებს გენერალური ინსპექცია, მინისტრს თავი უნდა შეეკავებინა შეფასებისგან, სანამ მოკვლევა არ დასრულდებოდა. ამით მან მინიშნება მისცა გენერალურ ინსპექციას რომ მოძალადე პოლიციელი არ დასაჯონ.
4. მინისტრმა აღნიშნა, რომ კიდევ დიდხანს უთმინა პატრულის თანამშრომელმა, შეუქო გამძლეობა და მოუხადა მადლობა, ამით მან წაახალისა ძალადობა!
5. მინისტრმა ალექსანდრე ახალკაცის მიმართ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც ის დაადანაშაულა სამართალდარღვევის ჩადენაში. ადამიანის დამნაშავეობის საკითხს წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო. სასამართლო პროცესი კი ჩანიშნულია 4 აპრილს!
5. მინისტრი დაიმუქრა რომ ამ საქმეს ბოლომდე მიყვებოდა, რაც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობასთან. მინისტრი დაინტერესებულიაა ალექსანდრე ახალკაცის დასჯით!

ჩვენც ბოლომდე ჩავყვებით ამ საქმეს ბატონო მინისტრო და აუცილებლად დავადგენთ ჭეშმარიტებას! მოძალადე პოლიციელიც აუცილებლად აგებს პასუხს!!!
ამ განცხადების შემდეგ თქვენ უბრალოდ უნდა დატოვოთ თანამდებობა!!!

რეაქციაში მინისტრის კომენტარს ალექსანდრე ახალკაციც ეხმიანება:

-გახარია ძალადობის წამხალისებელი მინისტრია!!! ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რომ მიღებდნენ დაზიანებებზე ექიმმა მითხრა რომ ძალიან გახშირდა პოლიციის ძალადობის ფაქტებზე მიმართვა და ყველა წუწუნებს რომ 90-იანები დაბრუნდა. ამისთვის ვიბრძოლეთ????? მინისტრი პირდაპირ ეთერში დამემუქრა იმის გამო რომ ვამხილე მოძალადე პოლიციელი!!! მაშინ როცა გენინსპექციას ჯერ არ გამოუკითხავს პოლიციელები და ფაქტის შემსწრე მოწმეები რომლებიც ეთერში პოლიციელების ძალადობაზე საუბრობენ გახარიამ უკვე გაამართლა მოძალადეები!!!