„ცრემლებს შვილებს არ ვანახებ, მაგრამ ახლა გემუდარებით…“ (ვიდეო)

რუბრიკა

სტუმარი

„მხოლოდ ერთს გთხოვთ, ხმა მიმიწვდინეთ კახი კალაძემდე, მინდა მოვუყვე ჩემი ამბავი…“

ქეთი მიქაძე

დღეს სააგენტოში თავისი ტკივილითა და სათქმელით ეთერ მაისურაძე გვესტუმრა, სანამ მის სათქმელს თქვენამდე მოვიტანდეთ, მინდა აგიხსნათ რატომ მოვიდა ეს ქალბატონი ჩვენთან. საქმე იმაშია, რომ 2016 წელს, მისი შვილის პრობლემა სააშკარაოზე გამოვიტანეთ და სოსო მანჯავიძის, გულიკო ზუმბაძისა და ალექსანდრე ჯეჯელავას დახმარებით შევძელით სპორტსმენი გოგონას პრობლემის მოგვარება, მარიამ ეგაძე მაშინ ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა გერმანიიდან. მას მერე 3 წელი გავიდა და შეიძლება არც კი გახსოვთ ეს ისტორია, სიმართლე გითხრათ იმდენად უმნიშვნელო იყო ჩვენი როლი ამ საქმეში, ჩვენც კი გადაგვავიწყდა, მაგრამ…თურმე ამ ოჯახს ახსოვდა და ახლაც იმედიანად მოვიდა 5 შვილის დედა ჩვენთან.

იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიგოთ საქმის არსი, იმ ძველ ისტორიას გაგახსენებთ.

იხილეთ მასალა

საქმე 15 წლის ბავშვს ეხებოდა და მე ვხედავდი, როგორ კარგავდა ის ყველაფრის რწმენას

ლინკზე

https://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94-15-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93/

ერთი წლის წინ ისევ მოგვმართა ქალბატონმა ეთერმა და ჩვენ შევძელით მისი სათქმელის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, იმ ეტაპზე შევძელით და ოჯახს ყურადღება მიექცა, დიდი ვერაფერი, მაგრამ მოუსმინეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/50711-2/

და დღეს 5 შვილის დედა ისევ მოვიდა ჩვენთან იმედით!

ეთერ მაისურაძე უკვე წლებია ბინის დაკარგვის და ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშით იღვიძებს.  „რიკოში“ იპოთეკით ჩადებული ერთადერთი საცხოვრებელი უკვე აღსრულებაზეა გადაცემული და მალე აუქციონზე გაიყიდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბინის აუქციონზე გატანა მამუკა ბახტაძის წერილის საფუძველზე შეჩერდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხნით.

5 შვილის შშმ დედა, იმედს მხოლოდ თბილისის მერზე ამყარებს და ერთადერთი, რაც გვთხოვა მისი გაჭირვების კახი კალაძემდე მიტანაა. უნდა პირადად მოუყვეს კალაძეს მისი ისტორია, სხვას არაფერს ითხოვს, მხოლოდ შეხვედრას და გულითად საუბარს, თუმცა ამ დრომდე მერთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

ეთერ მაისურაძესთან შეხვერდის სურვილი გამოთქვა დიადი იმედების ათასწლეულის ხელმძღვანელმა, ნანა ხომასურიძემ, რომელიც შეხვედრის შემდეგ ქალს გვერდით დგომას, ადვოკატის დახმარებას დაჰპირდა და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ეთერ მაისურაძის ნომერია 555 97 99 44.

გავერთიანდეთ! მხოლოდ ერთად შეგვიძლია ნებისმიერი პრობლემა დავძლიოთ!

 დიადი იმედების ათასწლეული იწყებს აქციას და იმედი გვაქვს ყველა შეუერთდება, თუნდაც 1 ლარს გადარიცხავს იმ ანგარიშზე

TBCBGE22

მიმღების დასახელება Grand Hope Millennium-(GHM)

GE83TB7872136080100003

და ბოლოს

ბატონო მერო!

იმედს ვიტოვებთ ამ ადამიანის თხოვნას თუ მუდარას, არც ვიცი რა დავარქვა უყურადღებოდ არ დატოვებთ! როცა მოქალაქეს ქალაქის მერი ასე ეიმედება, ჩვენ უფლება არ გვქონდა მისი სათქმელი თქვენამდე არ მოგვეტანა!