მარიამ ჯაში ლადო აფხაზავას ელჩის სტატუსის მინიჭებას პირადად მიულოცავს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლას ესტუმრება.

მარიამ ჯაში სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლადო აფხაზავას, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის აღიარებას და ვარკის ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩის სტატუსის მინიჭებას პირადად მიულოცავს.

ჯაში ჩიბათის საჯარო სკოლას დღეს, 29 მარტს, 13:00 საათზე ეწვევა.