აქცია კალაძის სახლთან გრძელდება-მობილიზებულია პოლიცია

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერის, კახი კალაძის საცხოვრებელ სახლთან გადანაცვლეს.

აქციის მონაწილეები მშენებარე ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. მათ აინტერესებს რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დარღვევები, რომელზეც დღეს უკვე შრომის ინსპექცია საუბრობს.

აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს და ახლა პროტესტანტები პოლიციის მიერ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ. სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრ ხმაურის” წარმომადგენელი დავით სუბელიანი, და საია-ს წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.

აქციაზე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალო დამცველიც იმყოფებიან.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.