მალე ქართულ პოლიტიკურ ველზე კიდევ ახალი პარტია გამოჩნდება

თაკო ჩარკვიანი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხდება, პარტიის სახელწოდება “კანონი და სამართალი” იქნება და მისი პრეზენტაცია სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, პარტია მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის იქნება.

-„პარტია პირველივე დღეებიდან გააქტიურდება. მათ შორის იქნება საპროტესტო გამოსვლები მთავრობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ასევე აქცენტი გაკეთდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
რაც შეეხება დაფინანსებას, თუ სხვები პარტიების ფუნქციონირებისთვის მილიონებს ხარჯავენ ჩვენ ამას მეოთხედი თანხით გავაკეთებთ” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.