დაჯავშნე, ისარგებლე, დატოვე და წადი…

კომპანია Aicar-ი თბილისში ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას გეგმავს. თბილისის მერიაპროექტს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, დედაქალაქში 300 ელექტრომობილი შემოვა, სერვისის საფასური კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ დაგპირდით, რომ 2019 წელი სიახლეებით სავსე იქნებოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპის განვითარებულ ქალაქებს შევუერთდეთ. ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. ქარშეარინგი, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული. ამ ავტომობილით სარგებლობა ადამიანს მისთვის სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაშიშეუძლია. პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საუბარი გვქონდა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც აღნიშნული პროექტითდაინტერესდა, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებითდიდ პრეზენტაციას წარმოგვიდგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თბილისის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თბილისში სამი მოდელის – Nissan, Renault, Smartავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილზე განთავსდება,დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება;სერვისით სარგებლობა მომხმარებელსსპეციალური აპლიკაციის საშუალებითშეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში გადმოწერს; აპლიკაციის საშუალებით, ასევე,შესაძლებელი იქნებასასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისიგაღება და დაძვრა.

„რაც მთავარია, ამ ავტომობილების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა. სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე იქნება შესაძლებელი.