ნინო გოგოლაშვილმა გარემოს ზედამხედველობის სამსახურს სასამართლო პროცესი მოუგო

გახსოვთ ალბათ, ნინო გოგოლაშვილი “იმედის“ სიუჟეტისთვის დადგმული სიუჟეტის გამო რომ დააჯარიმეს.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/55925-2/

დღეს სიღნაღის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა და მოსამართლე ღვინიაშვილმა ნინო გოგოლაშვილი დანაშაულის არარსებობის გამო უდანაშაულოდ სცნო და საქმე დახურა.

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის იურისტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მართალია დანაშაული არ იყო მძიმე, მაგრამ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას და უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია დადგმული სიუჟეტის თაობაზე, მათ მოქალაქემ მიაწოდა სქრინები და სწორედ მოქალაქის მიერ მიწოდებული ფოტომმასალის გამო დაიწერა ოქმი.

ნინო გოგოლაშვილის ადვოკატმა ივანე ნორკაიძემ

სასამართლოზე ყველა მტკიცებულება წარადგინა, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ „იმედის“ სიუჟეტის ჟურნალისტი და ოპერატორიც, რომელთაც დაადასტურეს, რომ ეს იყო დადგმული კადრები და გადარების მერე ნინო გოგოლაშვილმა ნაგვის პარკი ისევ აიღო.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი,

რადგან ნინო ,,სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/55978-2/