“ოცნების” საგარეჯოს კანდიდატიც წარდგენილია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ შინდელაშვილი იყრის.

38 წლის შინდელაშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია დღეს მოსახლეობას კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარუდგინა.

საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ბოლო დროს კერძო სექტორში საქმიანობდა.