“„არ შეგშვენით, ბატონო გიორგი! ვერ “პრავდება” თქვენი ინიციატივა!..”

გენერალი ამირან სალუქვაძე გიორგი ანდრიაძეს საჯაროდ მიმართავს:

-„არ შეგშვენით, ბატონო გიორგი.
ჯერ ერთი, გირჩის მავნებლობებს გირჩისვე მეთოდებით არ უნდა ებრძოლოთ.

მეორე, გირჩის და სხვა ვირუსების წინააღმდეგ პარლამენტი იღებს კანონს.

მესამე, ეკლესიის წარმომადგენელი პატრიოტული მოწოდებებით უნდა გამოდიოდეთ და არა “შველის” ცრუ გზებით.

მეოთხე, რას ნიშნავს, ვინც გირჩთან გაწევრიანდით ჩემთან გადმოეწერეთო? ვინც გირჩის ე.წ. მრევლი თუ ე.წ. მღვდელმსახური გახდა, მათ უარყვეს მართლმადიდებლობა და თქვენთან როგორ უნდა გადმოეწერონ?

მეხუთე, ეკლესიასთან შეთანხმებულია თქვენი ეს ნაბიჯი? გინდათ თქვათ, რომ ეკლესია სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს? თუ ეს თქვენი საარჩევნო ხრიკია?

ყურადღებით გისმინეთ, მაგრამ ვერ “პრავდება” თქვენი ინიციატივა. არაფრით განსხვავდება გირჩისგან.

პოლიტიკაში მოსასვლელი ყველა გზა ტაძრისკენ არ მიდის“.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება იხ.

http://patriarchate.ge/geo/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-12/

ცნობისთვის, ანდრიაძე მადლობას უხდის საპატრიარქოს მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ორშაბათს სასამართლოში სარჩელი შეაქცს გირჩის წინააღმდეგ.

-„ეს ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს!“-აცხადებს ანდრიაძე.