„თუ არ დაგვიტოვებენ ოჯახების გამოკვების საშუალებას, დავიწყებთ აქციებს!…“

ტაქსის მძღოლების მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა 11 აპრილს უნდა გამართულიყო.

https://www.gmtv.ge/56797-2/

დღეს კი ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე დღეს ულტიმატუმით მივლენ. ისინი კახა კალაძისგან რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„თუ არ დაგვიტოვებენ ოჯახების გამოკვების საშუალებას, დავიწყებთ აქციებს!…“-აცხადებენ მძღოლები.

აქვე შეგახსენებთ. მემარცხენე ალიანსისგენერალური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცდილობს, თბილისელ ტაქსისტებში უკმაყოფილების ტალღა ააგოროს,

https://www.gmtv.ge/56973-2/

ცნობილია ისიც, რომ დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლოა ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა.  კალაძემ იმ პრივილეგიებზე ისაუბრა, რომლითაც ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ.