ვულოცავთ – ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 218 კგ აიტაცა.

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ირაკლი თურმანიძემ პირველ ცდაზე ატაცში 195 კგ დაძლია.

მეორე და მესამე მისვლაზე კაპიტანმა 201 და 206 კგ დაძლია და ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.