„თუ გამოიცნობთ, ჩვენთან ვინ აიღებდა საკუთარ თავზე აღდგენის ტვირთს?…“

-„ჰიტლერის ბომბებს გადაარჩინეს, გადაეფარა სრულიად საფრანგეთი, და აი, ასე, მარტივად!… დაუჯერებელია, ვემშვიდობებით ულამაზეს ქმნილებას“-ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას.

შემდეგ კი თამარ ტალიაშვილმა საზოგადოებას კითხვით მიმართა:

-„როგორც ამბობენ, ნოტრ დამის აღსადგენად LVMH ჯგუფი და ბერნარ არნოსა და პინოს ოჯახები 300 მილიონ ევროს გაიღებენ! ჩვენთან მსგავსი (უფალო დაგვიფარე) რომ მომხდარიყო, აბა, ვინ გამოიცნობს, ვინ აიღებდა საკუთარ თავზე აღდგენის ტვირთს?…“