უფასო იურიდიული კონსულტაციის ოფისი თბილისის 3 რაიონულ გამგეობაში გაიხსნა

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“-ს ოფისებს კიდევ სამი – სამგორის, კრწანისისა და გლდანის რაიონული გამგეობის ოფისები შეემატა.

მოქალაქეებს, უფასო, იურიდიული კონსულტაციით სარგებლობაათივე რაიონულ გამგეობაში, ორშაბათიდან პრასკევის ჩათვლით,09:00-დან18:00საათამდე შეეძლებათ.  „ჩემი ადვოკატი“-ს იურისტები მოქალაქეებს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში უფასო კონსულტაციებსუსასყიდლოდ გაუწევენ.  რაიონული გამგეობების ოფისებში  ტრენერ-ადვოკატები მოქალაქეებს სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში დაეხმარებიან.

„იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“-ს პროექტით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება აქვსკვალიფიციური ადვოკატის მომსახურეობაუსასყიდლოდ მიიღოს.“ჩემი ადვოკატი“ ამიერიდან ყველა რაიონულ გამგეობაში იფუნქციონირებს და მოსახლეობას საშუალებასმისცემსკომფორტულად, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, საკუთარი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციები კვალიფიცური ადვოკატებისაგან მიიღონ, რაც  ჩვენ მოსახლეობას არასწორი სამართლებრივი ქმედებებისაგან დაიცავს,“- განაცხადა „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“-ს  ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ.

„იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“ ადამიანების უფლებების დაცვასთანდაკავშირებულ უფასოსამართლებრივ საქმიანობას ახორცილებს,რომლის მთავარმიზანს, სამოქალაქო-ადმინისტრაციულდასამეწარმეო-საგადასახადოსაკითხებში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვასასამართლო, სახელმწიფო დათვითმმართველობისორგანოებში წარმოადგენს.

 

 

 

კომენტარის დატოვება