“ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა არ შეიძლება, ეს არის წითელი ხაზი”

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პანკისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა ადგილზე მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

-კანონი ყველამ უნდა დაიცვას, ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა არ შეიძლება და ეს არის წითელი ხაზი.

ეს არ არის ისეთი ჰესი, რომ რაიმე საფრთხე გამოიწვიოს. დამოკიდებულება-არ მინდა არ არის სწორი. არ მინდა-არგუმენტი უნდა გქონდეს.

ეს ჰესი არის შედეგის მომტანი – განაცხადა სესიაშვილმა.