პროფესია “პარლამენტარი” – ბოლო გაჩერება “ქართული ოცნება”

დავით ცირდავა

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორატები წარადგინა.  ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება ანზორ ბოლქვაძე.

2008 – 2012 წლებში ის იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

2012-2016 წელს ანზორ ბოლქვაძე ნაციონალური მოძრაობიდან გადაპორტირდა ქართულ ოცნებაში და გახდა საქართველოს მერვე მოწვევის პარლმენტის წევრი .

ამის შემდეგ მისი სახელი უკავშირდება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის .

მისი ბოლო გაჩერება ამ ეტაპზე აღმოჩნდა ქართული ოცნება და ზუსტად ამ პარტიის სახელით ის კენჭს იყრის 2020 წლის არჩევნებში .