შვეიცარიამ საქართველოს კარი გაუღო

მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.