ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ქადაგიშვილი დაასახელა.

„რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან ეს არის კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულება. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი იმისთვის, რომ თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული. ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს და ეკონომიკური აღმავლობა შეუქცევადი გახდეს. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ისეთი რეფორმები და კანონები იყოს მიღებული, რაც ეკონომიკას განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.