ვარლამ გოლეთიანი- არანაირი კავშირი არ გვაქვს ლევან ვასაძესთან და არც მომავალში არ ვაპირებთ მასთან შეერთებას

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ლევან ვასაძესთან და არც მომავალში ვაპირებთ მასთან შეერთებას და ურთიერთობას“,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა,რომ თავიდავნე მკაფიო იყო მათი დამოკიდებულება პარტიულ დღისწესრიგთან დაკავშირებით და ახლაც არაფერი შეცვლილა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ლევან ვასაძესთან და არც მომავალში ვაპირებთ მასთან შეერთებას და ურთიერთობას. ჩვენი პოზიცია პარტიებთან და პარტიულ დღისწესრიგთან არის მკაფიო,თავიდანვე ვამბობდით,რომ არ ვაპირებთ პარტიულ დღისწესრიგში შესვლას,“-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს და პოლიტიკაში მოსვლასაც აანონსებს.