“უშნოდ ვართ ატროებულები,როგორც იმერეთში იტყვიან…”

სოსო მანჯავიძე

-როგორც საქართველოს მოქალაქეს, როგორც ქართველს საშინელი განცდა დამეუფლა,როდესაც ჩვენი პოლიციელები ასეთ დღეში დავინახე.

მაშინაც კი,როდესაც მიხეილ სააკაშვილის ნების შესასრულებლად საკუთარ ხალხს ასე,სასტიკად გვექცეოდნენ,არ დამვიწყებია,რომ ეს ბიჭები თავისი ქვეყნის სამსახურში დგანან და მათი ბრალი არაა ხელისუფლების შეცდომები.

ისიც გასაგებია,რომ ასეთი რამის დაშვება არის ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების უხეში შეცდომა,უარესი რომ არ ვთქვათ.

ერთი, რაც ვერ გავიგე და რაც მართლაც გასაოცარია,ეს არის სიხარული,რითაც ხელისუფლების ამ ჩავარდნას შეხვდნენ მავანნი.

ამ ხელისუფლების კრიტიკას მე ვინ მასწავლის,მაგრამ ეს სვავისებური ყაშყაში და აფთრისებური ყმუილი ნამდვილად არ არის ადამიანის ღირსებისათვის შესაფერისი.

მაგრამ რომელ ღირსებაზე და ქცევის წესებზე შეიძლება ილაპარაკო ამ ქვეყანაში
ან კიდევ რომელ კეთილგონიერებაზე.

უშნოდ ვართ ატროებულები,როგორც იმერეთში იტყვიან.

ერთხელაც იქნება და გაისვრის ის თოფი, გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობის ამბის არ იყოს.
ოღონდ ის ტყვია ქვეყანას მოხვდება და არამარტო თვითდაზიანების უცნაური ვნებით შეპყრობილ ხელისუფლებას.