სიახლეა ზღვისუბანში – შეიქმნა პროექტული მართვის რუკა

სიახლეა ზღვისუბანში – მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა ზღვისუბნის პროექტული მართვის რუკა.

-ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საშუალებას გვაძლევს თვალსაჩინო გავხადოთ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

პროექტული მართვის რუკით მოცულობითი საქმის ეფექტიანი მართვა და მონიტორინგი გამარტივდება.

მადლობა იდეისთვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს! მადლობა ექსპერტს, ბატონ ლევან ჩიგიტაშვილს, ზღვისუბნის პროექტული მართვის რუკის შექმნისთვის“- ამბობს თამარ ტალიაშვილი.