დავით უსუფაშვილი სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნას უმასპინძლებს

13 სექტემბერს, 11:00 საათზე, ღონისძიება გაიმართება გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეულის ფარგლებში და მას საქართველოს პარლამენტის წევრები, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარის დატოვება