ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი მანდატურის სამსხურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა  იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს.

მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც განათლების უწყებასთან, ასევე იუსტიციის და  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სკოლის უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით. მან რამდენიმე ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სკოლის უსაფრთხოების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შსს-სთან ინტენსიური დიალოგით, მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და დღეს სკოლებში მანდატურის სამსახურის თვალსაზრისით გადადგმულია არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ესაა მანდატურის რეგიონალური სამსხურების გაძლიერება, ასევე მათი ფინანსური ანაზღაურების გაზრდა. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი მანდატურის სამსხურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

მისი თქმით, კონკრეტული შედეგია ასევე ვიდეომონიტორინგის  გაუმჯობესება. დაიხვეწა აკადემიური და პროფესიული მომზადების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სკოლებში მანდატურების შერჩევა. ასევე ახალი რეფორმის შედეგია პოლიციის აკადემიის რეფორმა რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ  პროფესიული მზადების მასშტაბები იყოს გაცილებით ფართო.

„კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, არის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვანებში. ეს არის მოზარდებში როგორც კონფლიქტის ასევე დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით, რომ შემოვა პარლამენტში განსახილველად“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.