შემთხვევის ადგილზე მოსახლეობას თამარ ტალიაშვილი ხვდება (ვიდეო)

გურამიშვილის გამზირზე –  საცხოვრებელი კორპუსიდან, მოსახლეობის გამოყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ჩამოშლილია დაახლოებით 5 კუბური მეტრი მიწა.

მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისთვის ევაკუირებულია, ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები იმყოფებიან.