ზუგდიდში ისევ ხმაურია – საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა

ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებსაც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, გია დანელიას მანდატის შესაჩერებლად განცხადების შეტანა სურდათ კარი ჩაუკეტეს.

მოგვიანებით, შენობაში რამდენიმე დეპუტატები შეუშვეს, თუმცა არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შენობის ჰოლში.

პარტიის სხვა ლიდერები ჟურნალისტებთან ერთად კარს მიღმა იმყოფებიან. კარი პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა და საკრებულოს უმრავლესობის წევრის გია დანელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხის განხილვა მოხდეს.