აბასთუმანში ამომრჩევლებმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აბასთუმანში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს.

აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. კანდიდატი არ წარუდგენია არც საინიციატივო ჯგუფებს.

N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის მეორე უბანი დღეს დილის 07:00 საათზე ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნა,ზუსტად 08:00 საათზე კი პირველი ამომრჩეველი მივიდა, რომელმაც ხმა მისცა.

უბანზე 1124 ამომრჩეველია რეგისტრირებული.