ჯანდაცვის მინისტრის ახალი გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, „ყველა კლინიკაში, სადაც გრიპის ვირუსით მკურნალობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება კონსილიუმები დაინიშნება“.

პირველი შეხვედრა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში შედგა, სადაც ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას 2 მოზარდი აგრძელებს. სხვადასხვა კლინიკიდან მოწვეულმა მედიკოსებმა მკურნალობის პროცესის განვითარებაზე იმსჯელეს.  კონსილიუმში დავით სერგეენკო პედიატრის რანგშიც ჩაერთო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ტყის ნობათი იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე!