“როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კუდით ქვას ვასროლინებთ „ყაზტრანსგაზს“ და კალაძეს…“

ალეკო ელისაშვილი ქეთევან წამებულის 67 ნომერში  მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს. ის შემთხვევის ადგილზე კახა კალაძეს შეხვდა. მათ შორის ადგილი ჰქონდა დაძაბულ საუბარს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძემ მასთან “ძველბიჭობა დაიწყო,თუმცა იქ არ მოხვდა და იმასთან არ მოხვდა“

„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. “ყაზტრანსგაზი” არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის  პასუხისმგებლობის საკითხი და “ყაზტრანსგაზი,” რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და  მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი.

მამუკა კობახიძე სახლში უნდა წავიდეს, საშიშია და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ!

აქ არ არის ამისი ადგილი და აუცილებლად  კუდით ქვას ვასროლინებთ „ყაზტრანსგაზს“ და კალაძეს, ეს უპასუხისმგებლობა უნდა დასრულდეს! მარტის მერე რატომ არ მივიდა არავინ და რატომ არ შეამოწმა ისევ!..“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.