„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.

დღეს  სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა.  რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს. 

ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს.

2014 წელსაც რუსეთის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, სტრანსბურგმა ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძევებულ ქართველთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი.