ამირან გამყრელიძე – გადაადგილებაზე შეზღუდვა ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ქმედითი იარაღია

გადაადგილებაზე შეზღუდვა გახლავთ ერთ-ერთი ქმედითი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის​, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  „პირველ არხთან” საუბარში განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გადაადგილებაზე შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზეც არის მსჯელობა.

„ეს ყოველ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ყოველ კვირაში ერთხელ ტარდება პრემიერთან ყოველთვის მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და ეს დამოკიდებულია სწორედ ეპიდსიტუაციაზე. როგორიც გვექნება ეპიდსიტუაცია და როგორიც იქნება მისი დინამიკა, იმის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რადგან გადაადგილებაზე შეზღუდვა გახლავთ ერთ-ერთი ქმედითი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.