თბილისში ანტიქრისტეს მომხრეები გამოჩდნენ!-„ორბის უნუმ“-რას ამბობს სექტანტი და რას ფიქრობს საპატრიარქო

დავით დოლიძე

თბილისში ანტიქრისტეს მომხრეები გამოჩდნენ, დედაქალაქი ერთ დიდ სექტას ემსგავსება!

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის სხვადასხვა სექტებისა თუ რელიგიური დაჯგუფებების არსებობის შესახებ. როგორც სჩანს მათ უამრავი მიმდევარი ჰყავთ. ძირითადად კი მსგავს გაერთიენებებს არასრულწლოვნები უერთდებიან. ბევრი დღემდე ვერ ანსხვავებს პანკური და გოთური სუბკულტურის წარმომადგენლებს აგრესიული სატანისტური დაჯგუფებების წარმომადგენლებისგან, მაგრამ ეს ალბათ საზოგადოების გაუთვიცნობიერების ბრალია. მათთვის ხომ ყველა შავებში ჩაცმული პირსინგიანი გოგო ან ბიჭი სატანისტია? ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ალბათ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენს დედაქალაქში მართლაც ცხოვრობენ მოზარდები, რომლებიც მისდევენ სხვადასხვა სატანისტურ მიმდინარეობას, სასაფლაოზე მსხვერპლშეწირვებს, სხეულის დასახიჩრებას, ორგიებს და ასე შემდეგ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე ექსკლუზიურად გავსაუბრებოდი ერთ-ერთი სექტის წარმომადგენელს, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

-პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გასხვავებულად და არაორდინალურად გამოიყურები. საინტერესოა ასე რატომ გაცვია?

-მე მაცვია ისე, როგორც მომწონს. მიყვარს თავისუფლება ყველაფერში. მათ შორის ჩაცმულობაშიც. არ მივსდევ მოდის ტენდენციებს, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად პირობითია. ისე უნდა გეცვას როგორც მოგწონს და არა ისე, როგორც არის დადგენილი. განსაკუთრებული ახლაც არაფერი მაცვია. როგორც ამჩნევ, შავი ტყავის ქურთუკი, წითელი მაისური, შავი ოდნავ დახეული შარვალი მაცვია და წითელი თმისსახვევი მიკეთია.

-შენს ჩაცმულობაში ძირითადად დომინირებს ორი ფერი, წითელი და შავი. რით არის ეს განპირობებული?

-ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. მომწონს ეს ორი ფერი. შავი იმიტომ, რომ სიკვდილთან და სიბნელესთან ასოცირდება, ხოლო წითელი – სისხლთან. აქედან გამომდნარე მაცვია ასე.

-უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საინტერესო გოგო ხარ. მომიყევი ორიოდე სიტყვით შენს შესახებ.

-ვარ ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო, რომელიც სწავლობს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მყავს მშობლები და პატარა ძმა. მინდა ავღნიშნო, რომ გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც დღემდე ვცხოვრობ.

-ახსენე, რომ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდე. მაშინ რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ გეცხოვრა არატრადიციულად. იმის თქმა მინდა, რომ რამ გიბიძგა ყოფილიყავი ისეთი, როგორიც ხარ?

-ამაზე გავლენა არაფერს და არავის არ მოუხდენია. ასეთი დავიბადე. რა მნიშვნელობა აქვს სად გავჩნდი ან სად გავიზარდე? მე თავიდანვე ასეთი ვიყავი, უბრალოდ ამ ასაკამდე არ მქონდა საშუალება მეცხოვრა ისე, როგორც მსურდა. ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ. სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. მე მომწონს ის რასაც ვაკეთებ. მომწონს ჩემი ცხოვრების წესი.

-არასდოს არ გაგჩენია სურვილი, რომ ეკლესიაში გევლო და მოძღვარი გყოლოდა?

-პატარაობაში დედას ძალით დავყავდი ეკლესიაში. ზოგადად დედაჩემი ძალიან მორწმუნე ადამიანია. მაგრამ, მაშინვე ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. მიჭირდა გაჩერება. როცა გავიზარდე და შემეძლო თვითონ მიმეღო გადაწყვეტილებები, მას შემდეგ ეკლესიაშიც აღარ წავსულვარ.

-ახლა მოდი შენს სექტაზე ვისაუბროთ. საინტერესოა ვინ ხართ ან რა გინდათ?

-საერთოდ სიტყვა „სექტა“ არ მომწონს. მოდი იგი ჩავანაცვლოთ ტერმინ გაერთიანებით. რადგანაც ჩვენ მართლა ვართ ხალხის გაერთიანება, საერთო იდეებისა და იდეოლოგიის გარშემო. ჩვენ ვართ სატანის მიმდევრები და გვსურს ანტიქრისტეს მორჩილება. ამიტომ სხვადასხვა რიტუალებით ვცდილობთ მას პატივი მივაგოთ. აქ ყველა საკუთარი სურვილით მოდის. ძალით ვერავინ ვერავის ვერ დააძალებს ვერაფერს. რადგანაც ჩვენ თავისუფალ ადამიანს ვეთაყვანებით, ყოველგვარი მორალის, რწმენა-წარმოდგენებისა და შებოჭვების გარეშე.

-მომიყევი თქვენს გაერთიანებაზე, როდის შეიქმნა, ვინ შექმნა და რა არის თქვენი მთავარი დანიშნულება, მხოლოდ ის, რომ ანტიქრისტეს სცეთ თაყვანი?

-არა, მხოლოდ ეგ არ არის ჩვენი მიზანი და დანიშნულება ბუნებრივია. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ნიადაგი ანტიქრისტეს დასახვედრად. ეს დღე ძალიან ახლოსაა, ამისთვის ვემზადებით. გვინდა მას ღირსეულად შევხვდეთ და ვემსახუროთ. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებას, იგი უკვე თითქმის ათი წელია, რაც არსებობს. ჩემმა უფროსმა სულიერმა ძმებმა შექმნეს, ისინი დღესაც ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან სხვადასხვა რიტუალის ჩატარებაში.

-მაინც რა სახის რიტუალებს ატარებთ?

-ბევრნაირი რიტუალი გვაქვს. სისხლის დალევის, სხეულის დასერვის, ცხოველის მოკვლისა და გატყავების და ასე შემდეგ. ასევე ვატარებთ სხვადასხვა სახის ორგიებს. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და სასიამოვნოა.

-ორგიებში რას გულისხმობ? ანუ გაერთიანების წარმომადგენლებს ერთმანეთში სექსი გაქვთ?

-დიახ, ერთმანეთში გვაქვს ჯგუფური სექსი. ესეც ბუნებრივია ნებაყოფლობითია. ვისაც ამის სურვილი აქვს ის დაკავდება ამით. ძალით არავინ არავის არ უშვრება. სექსი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა და მას ჩვენ ამით ვიკმაყოფილებთ. თანაც უფრო ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს. სექსი ადამიანის გაცნობის ყველაზე კარგი საშუალებაა. ამ დროს ნებისმიერი პიროვნება ბოლომდე თავისუფალი და ბუნებრივია. არასდროს თამაშობს და მლიქვნელობს. ამ დროს აჩენს იგი თავის თავს.

-გასაგებია და ბევრნი ხართ ამ გაერთიანებაში?

-ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ბევრნი ვართ და ძირითადად სულ არასრულწლოვნები.

-სახელი არ აქვს თქვენ გაერთიანებას?

-ჩვენს გაერთიანებას „ორბის უნუმ“ ჰქვია. ეს სახელი სინამდვილეში, ერთ-ერთი სატანის და ლუციფერის მსახურის სახელწოდებაცაა.

საინტერესოა აგრეთვე სად იკრიბებით რიტუალების ჩასატარებლად?

-ჩვენ ზოგადად ე.წ. „მორგში” ვიკრიბებით. მაგრამ რიტუალებს თბილისის სხვადასხვა სასაფლაოზე ვატარებთ სავსე მთვარისას, შუა ღამით. ჩვენ ასევე გაერთიანებაში არავის ვიღებთ, თუ ვინმე ჩვენიანმა არ მოიყვანა ახალი და არ დაახასიათა იგი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მოზარდი ჩვენიანი.

-მაინტერესებს, სამართალდამცველებმა თუ იციან თქვენს შესახებ?

-კი ბუნებრივია იციან. ისინი ხშირად გვხედავენ ქალაქის ქუჩებში მოსიარულეებს. ვუნახივართ „მორგშიც“ და სასაფლაოზეც. თუმცა მათგან რაიმე რიაგირება ან ხელის შეშლის მცდელობა არ ყოფილა. უბრალოდ გვაკვირდებოდნენ, ეს იყო და ეს.

-საპატრიარქოდანაც არ ყოფილა რაიმე რეაგირება?

-ისინივ არიან როგორც მე ვიცი ინფორმირებული მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ან რა რიაგირება უნდა ყოფილიყო? აგვიკრძალავენ შეკრებებს? დაგვიჭერენ, თუ მონაზვნებად აღვკვეცავენ? ჩვენ არანაირ კანონს არ ვარღვევთ. გვაქვა გამოხატვის უფლება. ეს ჩვენი თანდაყოლილი უფელბაა. ხოდა ამას ვიყენებთ. ვინ რა უნდა თქვას? არავის აზრი ან შეხედულება არ გვაინტერესებს. ჩვენ ჩვენი გზა და პირადი ცხოვრება გვაქვს, მათ თავიანთი, მორჩა.

-და ბოლოს, საინტერესოა შენი დამოკიდებულება სუიციდთან დაკავშირებით.

-არ ვარ სუიციდის მომხრე. ჩვენს გაერთიანებაში მსგავსი ფაქტი არასდროს ყოფილა. ისე კი ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და თავის ნებაა როგორ მოიქცევა. თუმცა მე არ ვარ ამის მომხრე.

არასრულწლოვან “სატანიs მსახურთან“ საუბრის შემდეგ ჩვენ საპატრიარქოს დავუკავშირდით, რადგანაც გვაინტერესებდა, თუ რამდენად არის ინფორმირებული ეს უწყება და დაინტერესებული მსგავსი პრობლემებით.

საქართველოს საპატრიარქოდან ჩვენთან კონტაქტზე მამა კონსტანტინე (გიორგაძე) გამოვიდა. წმინდა იოვანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური.

-საპატრიარქო ბუნებრივია საქმის კურსშია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რაც ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. ვცდილობთ ყველანაირად, რომ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს. მაგრამ ადამიანს მუდამ ებრძვის კაცობ¬რიობის მტერი, უხილავი ძალა, ბოროტი, რომელიც ცდილობს¬ ის ჭეშმარიტების გზიდან გადაიყვანოს, მოაცილოს უფალს და დაღუპოს. თუ დავაკვირდებით, არასოდეს ყოფილა¬ მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან.
როცა ცოდვა¬ აჰყავთ საკანონმდებლო დონეზე, მთელ ერს ატყდება უფლის რისხვა (ერთსქესიანთა ქორწინება, ევთანაზია, სუროგაცია, აბორტი).

უამრავი სექტაა დღეს მსოფლიოში, ჩვენთანაც იმატა მათმა რიცხვმა. ინფორმაცია ადვილად ვრც¬ე¬ლდება ინტერნეტით, ტელევ¬იზი¬ითა თუ სხვა ელე¬ქტრონული¬ მანქანებით. გახშირდა სუ-იციდი ბა¬ვშ¬ვებში, ელექტრონ¬ულად ეძ¬ლევათ ბრძანებები¬ თვითმკვლელობისა.¬ ეშმაკი ხომ ნახევრად სიმართლით მოდის, კეთილი ნიღბ¬ითა და სატყუარით. თვითმკვლელობას ადამიანი პირდაპირ მიჰყავს¬ ჯოჯოხეთში, რადგან ის მონან¬იებასაც ვერ ასწრებს.

დღეს პრობლემაა თავად მშობლების სულიერი მდგომარეობა. მიაგდებენ შვილებს კომპიუტერთან და სულიერად შეუიარაღებ¬ელთ, მტრის საჯიჯგნად ტოვებენ. სულიერად შეუიარაღებელი კი ადვილად მარცხდება. გამოსავალი? – ცრემლიანი სინანული, თავმდ¬აბლობა და უფალს მინდობა. მინდა მოვუწოდო ყველა დედას, ნუ ჩაუგდებენ შვილებს მტერს დასაღუპად. აუცილებელია, საგანმანათლებლო სისტემა გახდეს უფრო სულიერი და ტრადი-ციების მომხრე, ეკლესიასთან დამაკავშირ¬ებელი. დღეს არავის უნდა, იფიქროს სულის ცხონებაზე, ცოდვებზე, ჯოჯოხეთსა თუ გარდაცვალ¬ებაზე. რატომ უნდა დავითრგუნოთო, ამბობენ და მხოლოდ “პურსა და სანახაობაზე” ფიქრობენ. ეკლესია ლოცულობს¬ თავისი ერისთვის, მაგრამ ადამიანებმაც უნდა მიმართონ ეკლესიას, ღმერთს, რომელიც აუცილებლად დააყენებს მათ სწორ გზაზე და დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში.

პრობლემა კი მართლაც საგანგაშოა და დროულ რეაგირებას საჭიროებს საზოგადოების ყველა ფენის მხრიდან. მხოლოდ გარკვეული უწყებები მის აღმოფხვრას ვერ შეძლებენ. იმედია ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ დააფიქრებს ჩვენს საზოგადოებას და საღათას ძილიდან გამოაფხიზლებს ქართველ ერს.