“მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“

ირაკლი ალასანია არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მან მ ხმა მთაწმინდის მე-5 უბანზე  მისცა და მხარი შალვა შავგულიძეს დაუჭირა.

“შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ, მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“, – განაცხადა ალასანიამ.