“გვაქვს კარგი პოზიციები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ხმები ითვლება”

„არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური,“- ეს განცხადება, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან ”ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. შალვა შავგულიძის თქმით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ ყოფილა და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტური გაიმართოს.

შავგულიძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ არის ისეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირებული მთაწმინდის ოლქის მაგალითზე ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური. დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ არ არის მაღალი აქტივობა, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დაუშვებელი მეთოდი წარმატების მისაღწევად არჩევნებში, მოსყიდვა, დაშინება, შავი პიარკამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველს პროტესტი გაუჩნდა ამის მიმართ. ეს გამოიხატა პასიური პროტესტის სახით და ისეთ მაღალი აქტივობა არ იყო ამომრჩევლის მთაწმინდის ოლქში, როგორიც იქნებოდა სასურველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს კარგი პოზიციები,. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და პროგნოზები ვთქვა, ახლა იწყება ხმის დათვლის ეტაპი,’ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.