“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტისა და გაფიცვის საკითხის ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული”- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ დილიდან აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა. გაფიცულებს სოლიდარობას ჭიათურის მცხოვრებლებიც უცხადებენ.

„მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის კი ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

იხ.

https://www.gmtv.ge/58852-2/