დემურ სტურუას ოჯახი 15 სექტემბერს პოლიციის წინ გამაფრთხილებელ აქციას აანონსებს

დავით ცხვარაძე

დემურ სტურუას ოჯახი გოდერძი თევზაძის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. სტურუები 15 სექტემბერს პოლიციის წინ გამაფრთხილებელ აქციასაც აანონსებენ. ისინი სამტრედიის პოლიციაში რეორგანიზაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დემურ სტურუას გარდაცალებაში მხოლოდ ერთი პილიციელი არ არის დამნაშავე. ოჯახი პოლიციის უფროსისა და სხვა სამართალდამცავების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ:

დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე პროკურატურიდან ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს. თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უვადო შიმშილობას იწყებს. განცხადება გაავრცელა მთავრმა პროკურატურამაც. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, უწყება გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით. ბრალდებულის დაცვის მხარე მოუწოდებს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრებს უზრუნველყონ ბრალდებულის და მისი ოჯახის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. თევზაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში თავად გამოცხადდა. მანამდე, თითქმის 3 კვირისგანმავლობაში მას პროკურატურა ეძებდა, ბრალდებული მიმალვაში იყო, თუმცა როგორც თავად განაცხადა, არსად არ იმალებოდა და ამ ხნის განმავლობაში სოფელში იმყოფებოდა.

14328880_316157318747155_246329803_n

კომენტარის დატოვება