ცხელი დღე პარლამენტში – დღეს ბახტაძეს, სერგეენკოს და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და ინტერპელაციის წესის შესაბამისად, მას ორი კითხვა წინასწარ გადაუგზავნა. ოპოზიციური ფრაქციის ინტერესი საბანკო რეგულაციებს შეეხება.

დღესვე, ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გამოსვლა. მინისტრი პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ მიიწვია.

მთავრობის წევრების გარდა, იმავე ფორმატში დღეს საპარლამენტო ტრიბუნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაიკავებს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიწვია.